ბროწეულის მარცვლები

ბროწეულის მარცვლები

By 64 Project

ბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთი პერსეფონე ჰადესმა მოიტაცა და მიცვალებულთა სამეფოში დაატყვევა. მან საცოლეს ბროწეულის ექვსი მარცვალი გაასინჯა და პერსეფონემ სახლში დაბრუნება ვერ შეძლო, ორ სამყაროს შორის გამოკეტილი დარჩა.

ასეთია ემიგრაციაში წასული ქალი — სახლიდან შორს, მძიმე შრომით, „ბროწეულის მარცვლებით“ მიჯაჭვული.

ამ პოდკასტში ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული გიყვებათ ქალებზე, რომლებიც უცხო მიწიდან ზრუნავენ თავიანთ ოჯახებზე: როგორი იყო მათი გზა, რას ფიქრობენ, რაზე ოცნებობენ და რაც მთავარია, რისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს.
Currently playing episode

ემიგრანტები არჩევნებზე

ბროწეულის მარცვლებიNov 29, 2025
00:00
16:41
ემიგრანტები არჩევნებზე
Nov 29, 202516:41
როგორ შეიქმნა “ბროწეულის მარცვლები”

როგორ შეიქმნა “ბროწეულის მარცვლები”

“ბროწეულის მარცვლები”  ქალი ემიგრანტების გამოცდილებებს ექვს ეპიზოდში ყვება, მაგრამ ამ სერიების მომზადებას თვეები დასჭირდა.

ამ დამატებით ეპიზოდში ავტორი თამუნა ჩქარეული და ჟურნალისტი მარიამ მერლანი საუბრობენ პოდკასტის შექმნის ისტორიაზე და იმაზე, რა დარჩა მიკროფონს მიღმა. 


Aug 26, 202528:36
მარცვალი მეექვსე I “...ქალების იმედი უფრო მაქვს”

მარცვალი მეექვსე I “...ქალების იმედი უფრო მაქვს”

“ამ პროცესში ქალების იმედი უფრო მაქვს” - იწერება საპატიმროდან აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული ირაკლი ქერაშვილი, რომელსაც სახელმწიფო ჯგუფურ ძალადობაში სდებს ბრალს.

ირაკლი ქერაშვილი მადლობას უხდის ქალებს, და განსაკუთრებით, ემიგრაციაში წასულ დედებს. “ბროწეულის მარცვლების” ბოლო ეპიზოდში სწორედ დედამისს, ქეთევან ქერაშვილს ვესაუბრებით. 


Aug 19, 202522:28
მარცვალი მეხუთე | მექსიკით, ამერიკაში

მარცვალი მეხუთე | მექსიკით, ამერიკაში

მადრიდიდან, ნინო მექსიკის სასაზღვრო ქალაქში მიფრინავს, იქიდან კი ღამე, სხვა მიგრანტებთან ერთად “კედელზე” გადადის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნინოს ამ რთულ და საშიშ გზაზე აეროპორტიდანვე გავყვებით. 


Aug 12, 202525:23
მარცვალი მეოთხე - დედები და შვილები

მარცვალი მეოთხე - დედები და შვილები

ემიგრანტი მშობლები და სახლში დარჩენილი შვილები გულახდილად იშვიათად საუბრობენ, მაგრამ ამ ეპიზოდში ლილი ფულარიანი, და დედამისი რაისა ჯაფარიძე იხსენებენ, როგორი იყო რაისას 18 წლიანი ემიგრაცია მათი ოჯახისთვის და როგორ აგრძელებენ ერთმანეთის აღმოჩენას, ხანგრძლივი განშორების მერე. 


Aug 05, 202528:23
მარცვალი მესამე | საკუთარი ოთახი

მარცვალი მესამე | საკუთარი ოთახი

ორი ახალგაზრდა ქალი - ორი ამბავი თავისუფლების ძიებაზე, ათწლიანი განსხვავებით.

ამ ეპიზოდის გმირებს, რუსას და კოკოს, როგორც ყველა ახალგაზრდას, დამოუკიდებლობა და საკუთარი თავის შეცნობა უნდოდათ.  ბევრი ქართველი გოგოს მსგავსად მათთვის Au Pair - ოპერ-პროგრამა გერმანიაში წასვლის ერთადერთი საშუალება იყო, მაგრამ მათი ბედი ძალიან სხვადასხვანაირად განვითარდა. 


Jul 29, 202525:56
მარცვალი მეორე | ‘საბლანუთ’

მარცვალი მეორე | ‘საბლანუთ’

ისრაელში, ღამე, ქეთის აფეთქების ხმა ესმის და თავშესაფარში გარბის. ყოველჯერზე, როცა ასე ხდება, რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს: დატოვოს მოხუცი, რომლის მოვლაც აქვს ჩაბარებული.

“ბროწეულის მარცვლების” მეორე ეპიზოდში ქეთევან უშარაული ყვება ომში ცხოვრებაზე, იდუმალ მინიშნებებზე, რომელსაც უდაბნოში პოულობს, და იმაზე, რატომ აქვს გაკრული კედელზე ებრაული სიტყვა “საბლანუთ”.

Jul 22, 202526:36
მარცვალი პირველი | ბელა

მარცვალი პირველი | ბელა

შვილებთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ იტალიაში წასული ბელა სახლში ბრუნდება - მაგრამ არ იცის, უკვე  გაზრდილი შვილები როგორ შეხვდებიან.


ემიგტანტების საქართველოში გამოგზავნილი ფულის ოდენობით იტალია პირველ სამეულშია, მაგრამ არ ვიცით, როგორია იქ მცხოვრები ემიგრანტების დღეები, და როგორ ხედავენ საქართველოს დაბრუნების შემდეგ - ამაზე ბელა მოდებაძე საუბრობს. 


Jul 15, 202534:15